აპრილი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

გურიაში ავარიის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა, 5 ადამიანი დაშავდა

11:37 - 16 აპრილი 2018 hits 107

ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა. „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

„გურიის მოამბის“ ცნობით, შემთხვევა 15 აპრილს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა ავტომანქანა ქვეითსა და ეტლით მოსარგებლე ბავშვს აარიდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

ავარიის შედეგად დაშავებულთა შორის სამი არასრულწლოვანია. მათგან ერთ-ერთს, 4 წლის ბავშვს ქალა ფუძის დახურული ტრავმა აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]