weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მთავარ პროკურატურასთან მძღოლებმა აქცია გამართეს

17:27 ორშაბათი, 16 აპრილი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა მძღოლებმა, რომლებსაც რამდენიმე თვეა მანქანები ხე-ტყის გადატანისთვის აქვთ ჩამორთმეული, თბილისში, მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და მანქანების დაბრუნება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა და საქმის დეტალების შესასწავლად ერთკვირიანი ვადა ითხოვა. მძღოლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას და გზების გადაკეტვას დაიწყებენ.

„ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. თუ დასაჯარიმებლები ვართ, დაგვაჯარიმონ. ხუთი თვე ხდება მანქანა ჩამორთმეული მაქვს“, – განაცხადა გიორგი ბარამაძემ „რუსთავი 2“-თან.

„ადიგენიდან იმიტომ ჩამოვედი, რომ ხუთი შვილი მყავს და მიჭირს. მანქანა რვა თვის წინ წამართვეს. ხის ყუთის მასალა მიდევს ზედ. საბუთი გაწერილი მქონდა“, – ამბობს სერგო მერაბიშვილი.

მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელბიც მონაწილეობდნენ. თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ერთ კვირაში მძღოლებს პასუხი არ ექნებათ, პროკურატურის შესასვლელს გადაკეტავენ და პროკურორებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

„საქმის გამოძიება, რაშიც ფულს იღებენ, არ შეიძლება წლობით იწელებოდეს,“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამ დრომდე, იგივე მოთხოვნით მძღოლები აქციებს ახალციხეში მართავდნენ. 19 მარტს, მორიგ აქციაზე, მათ პროკურატურას საქმეებზე გამოძიების დასასრულებლად ხუთდღიანი ვადა მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]