weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხარაგაულში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭები დაიღუპნენ

13:21 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

დაბა ხარაგაულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა 16 აპრილს, გვიან ღამით, ახალი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 17 წლის ბიჭები იმყოფებოდნენ, ხრამში გადავარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი გზიდან 200 მეტრში, რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად იპოვეს.

გარდაცვლილი მოზარდები მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს 16 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]