ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

სასულიერო სემინარიის სტუდენტები „აიისა“-ს წინააღმდეგ აქციას გამართავენ

14:00 - 17 აპრილი 2018 hits 694

თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს წინააღმდეგ აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოქმედებენ.

მდუმარე სტუდენტური აქცია 19 აპრილს, 18:00 საათზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაიგეგმა.

„ვაპროტესტებთ კომპანია „აიისას“ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას. კერძოდ: მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.

აქციის მიზანია დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომლის ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან, ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად.

გვინდა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები და საკანონმდებლო ხელისუფლებას, მიიღონ სპეციალური კანონი ან ჩაიწეროს მუხლი კანონმდებლობაში ეროვნული და რელიგიური ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფის შესახებ.

კომპანია „აიისას“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საგანია და მისი კანონმდებლობაში ჩაწერა არასწორია. თუმცა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მორალის დაცვის მიზნით. მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მორალიც სუბიექტური აღქმის საგანია, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პატივი და ღირსება. ცალსახაა, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია. პირდაპირ შეუძლია ხელისუფლებას ისარგებლოს კონვენციის მე-10 მუხლით და აკრძალოს კომპანია „აიისას“ ის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მორალს. თუმცა, ყოველგვარი გაუგებრობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, გათვალისწინებულ იქნას სპეციალური მუხლი ჩვენს კანონმდებლობაში, უპირატესად კი საქართველოს კონსტიტუციაში.

აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა გამოვითხოვეთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესაგან და ვმოქმედებთ მისი კურთხევის ქვეშ“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ.

საქართველოს საპატრიარქომ 20 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც „აიისა“ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]