weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულებს ციხიდან დარეკვის უფლება შესაძლოა შეეზღუდოთ

11:08 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, პარლამენტის ახალი ინციატივით მიმართავს. მინისტრ კახა კახიშვილის თქმით, ინიციატივა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულების მიერ ციხიდან ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგს ეხება.

„არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერებია დასახვეწი, არამედ სატალეფონო ზარების საკითხიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან წერენ განცხადებას ქალბატონები, ყოფილი მეუღლეების თაობაზე, რომ რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანების მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამბობენ, რომ ურეკავენ და აშინებენ. ამის დარეგულირების სამართლებრივი ბერკეტები ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“.

მისი თქმით, თუ ამ კუთხით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება, არასასურველი სატელეფონო ზარების შეზღუდვა შესაძლებელი გახდება.

„ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები. ჩვენ ვხედავთ რამდენად მძიმე ვითარებაა ამ კუთხით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს რისკების შეფასებაზე, პრევენციაზე და რა თქმა უნდა, ეს მექანიზმები უნდა იყოს დახვეწილი“, – აღნიშნა კახიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]