weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საფრანგეთში რეპერი „კაბუ“ დააკავეს

12:43 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

საფრანგეთში რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი დაკავება 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „Caucase Normandie“-ის ფარგლებში მოხდა.

შსს-ს ცნობით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული. სპეცოპერაციის ფარგლებში საფრანგეთში ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი დააკავეს.

„საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“: 1988 წელს დაბადებული ელგუჯა შუკაკიძე, 1982 წელს დაბადებული დავით ხოდელი, 1979 წელს დაბადებული პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. „ქურდული საერთო“ ებარა. ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები - 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.

საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.

ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა“, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამ თემაზე:

ევროპაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები, „მაყურებლები“ და მათი ცოლები დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]