weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ალექსი პეტრიაშვილი გადაცემა „საქმიან დილას“ წაიყვანს

16:51 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „საქმიანი დილის“ თანაწამყვანი იქნება.

Business Media Georgia-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეობლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე.

„საქართველოს ერთერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური მიმომხილველის სტატუსით საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს და მისი ბლოგები ასევე Forbes Georgia –ს გამოცემებშიც დაიბეჭდება“, - ნათქვამია BMG-ის განცხადებაში.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობას 2012-2014 წლებში იკავებდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა პარტია დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]