weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არასრულწლოვნებმა სკოლის ბუფეტი და საცხობი გაქურდეს

17:58 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

არასრულწლოვნებმა გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის ბუფეტი და სკოლის გვერდით მდებარე საცხობი გაქურდეს. სკოლის დირექტორის, ნინო ნონეშვილის განცხადებით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბუფეტიდან დაახლოებით 100 ლარის ტკბილეულია წაღებული.

„გამყიდველმა პარასკევს ბუფეტის კარიც და ფარნჯრებიც დახურული დატოვა, თუმცა ორშაბათს როდესაც სკოლაში დაბრუნდა, ერთ-ერთი ფანჯარა ღია დახვდა. აღმოჩნდა, რომ ნამცხვრები და სხვა ტკბილეულობა იყო წაღებული. მაშინვე პოლიციას მივმართე. არასრულწლოვნები, რომლებმაც ბუფეტში შეაღწიეს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები არ არიან“, – ამბობს ნინო ნონეშვილი.

იმავე ღამით გაქურდეს სკოლის გვერდით მდებარე საცხობიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანია გამოვლენილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, იგივე არასრულწლოვნები სხვა დროსაც არიან ქურდობაში მხილებულნი.

სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმგებლობა 14 წლიდან იწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]