weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით შპს „მოხელეს“ დირექტორი დააკავეს

13:49 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფურცელაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფურცელაძემ მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 14 302 ლარი.

„თემურ ფურცელაძემ 2017 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარდგენილ აქტებში, ყალბი მონაცემები შეიტანა.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს სუს-ში.

ამავე საქმეზე, 2018 წლის 21 მარტს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბაჩუკაშვილი, განყოფილების უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი, იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი, გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ქალაქ გურჯაანში დიმიტრი არევაძე.

თემურ ფურცელაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გამგეობის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს კი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გირაო აქვთ შეფარდებული.

საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]