weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ალგეთის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართა

23:22 სამშაბათი, 24 აპრილი 2018
ალგეთის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართა ფოტო © მარნეულის სათემო რადიო

სოფელ ალგეთის მცხოვრებლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართეს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მარნეულის მერთან თემურ აბაზოვთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, მერმა აქციის მონაწილეებთან თავისი მოადგილეები, ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე გაგზავნა, რის შემდეგაც ალგეთელებმა მერიის შენობაში გადაინაცვლეს და მერს შეხვდნენ.

თემურ აბაზოვი ალგეთის მცხოვრებლებს  სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

„სამწუხაროდ, მოსახლეობამ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ჩვენ ორ თვეზე მეტია ვმუშაობთ, კვირა არ გადის შეხვედრები არ გავმართოთ, როგორც გუბერნიაში, ასევე, თბილისში. ყველა ინსტანციაში გვაქვს ეს პრობლემა გავლილი. მათი პრობლემა არის ჩვენი გულისტკივილი. აქამდეც ვეძებდით საუკეთესო ვარიანტს, რომ მათ წყალი ჰქონდეთ. ეხლა იმ ეტაპზე ვართ, რომ რამდენიმე დღეში გადაწყდება ეს პრობლემა. ვმუშაობთ იმაზეც რომ ტარიფი ნაკლები იყოს“,- აღნიშნა თემურ აბაზოვმა.

სოფლის მოსახლეობასთან ერთად პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადენელი და საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]