weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდს 10 სპეციალიზებული ავტომანქანა გადაეცა

16:03 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 10 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ავტომანქანა გადაეცა. ტექნიკის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სიმინდის ფართობები და ტყისპირა ზოლები.

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწამლება საცხოვრებელი სახლების სხვენები და დამხმარე ნაგებობები. მერიის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეწამვლით სამუშაოებში ეხმარებიან. ამავდროულად, შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები“, - განაცხადეს ზუგდიდის მერიაში.

აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქმედებს ცხელი ხაზი – 1501.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]