weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

16:34 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარამდე დაიხარჯება. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსის გარდა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაც შენდება.

„გასულ წელს დავიწყეთ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნება იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კორპუსში. ახალი კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ახლოს შენდება ასევე სპორტული კომპლექსი, რაც საერთო ჯამში ახალ საგანმანათლებლო-სპორტულ სივრცეს შექმნის ქალაქში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]