weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დააკავეს ნოდარ კაკალაძე, რომელიც თბილისში ქრის რის „კონცერტის“ ბილეთებს ყიდდა

11:19 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, კომპანია „ნიჯ გრუპის“ დირექტორი ნოდარ კაკალაძე დააკავეს. კაკალაძე აცხადებდა, რომ მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავდა ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი ქრის რი. კაკალაძემ 2727 ბილეთი გაყიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად შეიმუშავა გეგმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან TKT.ge.

„მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია ქრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

თბილისში ქრის რის ვითომდა კონცერტის ბილეთების ფასი 65 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]