weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თამბაქოს მწეველი პატიმრები სხვა პატიმრებისგან იზოლირებული იქნებიან

13:37 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

თამბაქოს მწეველი პატიმრები სასჯელის მოხდისას არამწეველი პატიმრებისგან განცალკევებით მოთავსდებიან. მათი ერთ საკანში მოთავსება მხოლოდ არამწეველი პატიმრის წერილობითი თანხმობით იქნება დასაშვები. აღნიშნულის შესახებ ბრძანება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2018 წლის 25 აპრილს გამოსცა და იგი 1 მაისიდან ამოქმედდება. 

მწეველ ბრალდებულს და მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეეძლებათ მათი განთავსების ადგილზე, ასევე დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ხოლო დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს - სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილებში. 

ბრძანების თანახმად, თამბაქოს მოსაწევი იზოლირებული ადგილები გამოიყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებების შენობებსა და ეზოებში, სადაც განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ნიშანი და ნაგვის ურნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]