weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბაზრობების და სასტუმროების დაზღვევის გარეშე საქმიანობა 1000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება

17:42 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

2018 წლის 1 მაისიდან ბაზრობების, სავაჭრო ცენტრების, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების, 100 ან მეტადგილიანი სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა იკრძალება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების საქმიანობა მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე, მათი მფლობელების 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 

სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმეების ქონებრივი ზიანის დაზღვევის გარეშე საქმიანობისას, ჯარიმის ოდენობა იქნება დაუზღვეველი ობიექტების რაოდენობის ნამრავლი 100 ლარზე. 

ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურის მფლობელი, რომელიც პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე ახორციელებს საქმიანობას, დაჯარიმდება დაუზღვეველი სადგურების რაოდენობის 1000 ლარზე ნამრავლის ოდენობით, ხოლო 100 ან მეტადგილიანი სასტუმროს ანდა დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ იგივე ქმედების ჩადენა 5000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

აღნიშნული ქმედებების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაორმაგდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები შეადგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]