weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ფაროსანასთან საბრძოლველად გადაცემული მანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს

18:02 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად გადაცემული ავტომანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, შემთხვევა 25 აპრილს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 10 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ავტომანქანა 25 აპრილს გადაეცა. ტექნიკის გამოყენებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, სიმინდის ფართობების და ტყისპირა ზოლების შეწამლა და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]