weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამოკითხულთა 44 % მიიჩნევს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფცია არსებობს – NDI

10:58 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. 29 % ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ იცის.

მოსაზრებას – „ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემა არსებობს“, გამოკითხულთა 40% არ ეთანხმება, 35% ეთანხმება, ხოლო 24 %-მა არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება, რომ საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ) კორუფციის პრობლემა არსებობს, 29 % ეთანხმება, ხოლო 19 %-მა არ იცის.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომის საშუალო ზღვარი +/- 2.2 %-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]