weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თელავის საკრებულომ იყალთოს განაშენიანების გეგმა ხელმეორედ დაამტკიცა

13:28 ორშაბათი, 30 აპრილი 2018
ფოტოზე საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და მოადგილე გიგა ორკოდაშვილი ფოტოზე საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და მოადგილე გიგა ორკოდაშვილი

თელავის საკრებულომ 2018 წლის 23 აპრილს სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა ხელახლა დაამტკიცა, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. იმავე საკითხზე 2017 წლის 18 აგვისტოს მიღებული დადგენილება, რომელიც არაერთ კურიოზულ ჩანაწერს შეიცავდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

„რეგინფო“ წერდა, რომ განაშენიანების პირვანდელი გეგმა, რომელიც ფორმალურად დღემდე მოქმედებდა, სოფელ იყალთოში ზოოპარკის, კაზინოს, ნავმისადგომის, ამფითეატრის, ბულვარისა და ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც ითვალისწინებდა.

იმავე დადგენილებით საკრებულომ აკრძალა მეტროსადგურებიდან 5 მეტრის რადიუსში სავაჭრო ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება. დადგენილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე.

„რეგინფოს“ მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოს სარეკომენდაციო წერილები გაუგზავნა, რითაც სამართლებრივი აქტების გადასინჯვა და შეუსაბამო ჩანაწერების შესწორება მოითხოვა.

 

 

მსგავსი თემები:

თელავის საკრებულომ იყალთოს განაშენიანებაში ზოოპარკი, კაზინო და ნავმისადგომი გაითვალისწინა

ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული

ჩხოროწყუს საკრებულომ ნარკოდამოკიდებულებს კატებისა და ძაღლების ყოლა აუკრძალა

ბორჯომში მეტროს და აეროპორტების დასუფთავების მოსაკრებელია შემოღებული

ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]