weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მეტრო არ გაჩერდება, ხელფასის მომატებაზე საუბარი შეუძლებელია - კახა კალაძე

15:13 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მეტროპოლიტენის მემანქანეებს, რომლებიც ხელფასის მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 3 მაისს გაიფიცებიან. კალაძის თქმით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მემანქანეებისთვის ხელფასის მომატებაზე საუბარი შეუძლებელია, მეტროს პარალიზება კი არ მოხდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. 1300 ლარი, 1400 ლარი, ეს შეიძლება არ იყოს დიდი ხელფასი, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იღებენ 700 ლარს, 800 ლარს, 400 ლარს. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი“, - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც „უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება“, ხელფასი მოიმატებს.

მემანქანეთა პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლები დღეს მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ იძულებულნი არიან, 3 მაისს გაიფიცონ, რაც მეტროპოლიტენის პარალიზებას გამოიწვევს. მემანქანეები ამბობენ, რომ მათი საათობრივი ანაზღაურება 6,92 ლარია და ორი წელია, რაც ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ამ საკითხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]