weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანა არ ფიქსირდება

19:21 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა არ ფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი მავნებლის არსებობა სპეციალურად განლაგებულმა ხაფანგებმაც დაადასტურეს.

„დღეისათვის მავნებელი არ ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებულ ხაფანგებზე, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ, დღევანდელი მდგომარეობისთ, ის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გარკვეულ რაიონებში მავნებლის რაოდენობა უკვე ფიქსირდება. თუმცა, მაქსიმალურ გამოსვლას ადგილი არ აქვს ტემპერატურის ცვალებადობის გამო“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც აზიური ფაროსანას გააქტიურება შეინიშნება, შესაბამისი ღონისძიებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]