weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

09:43 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018
ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება ფოტო © ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური

2 მაისს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ორმაისობა აღინიშნება. დღეს და ხვალ ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყება და გალა-კონცერტით დასრულდება. მუხნარის ტყე-პარკში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ და გაყიდიან. შემოსულ თანხას კი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავენ.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]