weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახმეტაში ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა

11:33 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა დაშავდა. მათგან ერთის, 19 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. MITSUBISHI PAJERO-ს მარკის ავტომანქანა გვიან ღამით, ახმეტის შესასვლელში, ხიდთან ამოტრიალდა.

დაშავებულები მრავლობითი ტრავმებით ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს. ორი პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა გვითხრა, პაციენტებს მრავლობითი დაზიანებები აქვთ. 19 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]