weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხადორის ხეობაში 27 წლის მამაკაცი კლდიდან გადავარდა

21:23 პარასკევი, 04 მაისი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხადორის ხეობაში 27 წლის მამაკაცი დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდები ხეობაში სანადიროდ იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს გ. ტ-ს კლდეზე ფეხი დაუცდა. უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ამ დროისთვის მამაკაცს მაშველები ეძებენ. ხადორის ხეობის სიღრმეში სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირებთან დაკავშირება შეუძლებელია.

ხადორის ხეობაში, ჰესების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]