weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხადორის ხეობაში მსოფლიოს ჩემპიონი 26 წლის გრიგოლ ტყემალაძე დაიღუპა

12:15 შაბათი, 05 მაისი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხადორის ხეობაში საქართველოს პანკრატიონის ფედერაციის წევრი, ჭიდაობა გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი, 26 წლის გრიგოლ ტყემალაძე დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში გაურკვეველ ვითარებაში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ადგილზე მუშაობდა გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი.

გრიგოლ ტყემალაძე ხადორის ხეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გრიგოლ ტყემალაძემ 2017 წლის 10-11 ნოემბერს, შვედეთის ქალაქ ტორსჰელაში ADCC-ის ეგიდით ჭიდაობა გრეპლინგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]