weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში 3 საბავშვო ბაღი დახურა

13:03 შაბათი, 05 მაისი 2018

შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მე-2, მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

დარღვევები სამზარეულოებში გამოვლინდა. სამივე საბავშვო ბაღის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, სამზარეულოს და კვების ბლოკის დამხმარე სათავსოების ჭერი და კედლები არ იყო შეღებილი ორთქლმედეგი საღებავით, ასევე პრობლემები იყო ვენტილაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლის წინ ჩატარდა, თუმცა უხარისხოდ.

ლელა თევდორაშვილის თქმით, სამივე საბავშვო ბაღის კვების ბლოკებში სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სამუშაო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]