weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ დიცში შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

11:47 სამშაბათი, 08 მაისი 2018

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, 43 წლის ნუგზარ ბარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი ჯერ სოფელ ტყვიავის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]