weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქსანთან ავარიის შედეგად 3 მგზავრი დაიღუპა, 10 დაშავდა

18:45 სამშაბათი, 08 მაისი 2018

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანთან, სამგზავრო მიკროავტობუსი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ამობრუნდა, რის შემდეგაც გზიდან გადავარდა. მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა 10 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]