weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტყიბულში მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება

11:52 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

ტყიბულში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, დღეს, 9 მაისს, 17:00 საათზე მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქცია 22:00 საათამდე გაგრძელდება. ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის მაღაროში ოთხი მეშახტე დაიღუპა.

„ტყიბული მდიდარი ქალაქია, რომელსაც სიღარიბეში აცხოვრებენ. მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ ბიზნესის თავგასულობას ეწირება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე - ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანაქალაქელების სიცოცხლე“, - ნათქვამია ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

2017 წლის 9 მაისს, მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

2017 წელს მინდელის სახელობის შახტაში ვითარება შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა და მძიმე დარღვევები გამოავლინა.

მინდელის სახელობის მაღაროში 2018 წლის 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი.

2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]