weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

17 მაისს თბილისსა და რეგიონებში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

16:08 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში და რეგიონებში საყოველთაო ჯვრისწერა ჩატარდება. ამ დროისთვის საყოველთაო ჯვრისწერისთვის 300-მდე წყვილია დარეგისტრირებული.

„საყოველთაო ჯვრისწერა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ტარდება. წელს 17 მაისს ამაღლების დღესასწაული აღინიშნება, ამიტომ ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ გაიმართება. წყვილების რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ დროსთვის 250-დან 300-მდე წყვილია რეგისტრირებული“, - განაცხადა საყოველთაო ჯვრისწერის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაია გონჯილაშვილმა.

საყოველთაო ჯვრისწერა უკვე ორი წელია იმართება და მასში მონაწილეობა ყველა წყვილს შეუძლია, რომელიც მართლმადიდებლური წესით არის მონათლული.

2014 წელს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში, 12 საათზე, აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, შემდეგ კი ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი ხატებით მსვლელობასაც მართავს.

ამავე დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მრევლმა დაარბიეს. მომდევნო წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]