weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო ბანკმა გარდაბნის 5 სოფლის წყალმომარაგებისთვის 17 მილიონი გამოყო

21:37 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათასი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მთავრობის თანადაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რითიც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 200 ათასამდე მომხმარებელს, დაიხარჯა 470 მილიონ ლარზე მეტი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებით 30-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ წყლის მიწოდება კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუმჯობესდება: "2021 წლისთვის ნახევარ მილიონ ადამიანს მოეხსნება 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა".

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რამდენიმე მიმდინარე პროექტზე გაამახვილა.

„გამოვყოფდი, მაგალითად, ჭიათურას, სადაც წყალმომარაგება წლებია გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. უკვე დაწყებულია ჭიათურის წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ქალაქის 25 ათასზე მეტ მცხოვრებელს 24-საათიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ყურადღებას გავამახვილებ ურეკზე, რომელიც უდიდესი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა და რომელსაც არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ურეკში ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე და გაუმჯობესდება, საყოფაცხოვრებო პირობები. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და როგორც ადგილობრივები, ისე იქ ჩასული დამსვენებლები სრულიად განახლებული, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით ისარგებლებენ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]