მაისი 26, 2018
weather cur airplane horoscope tv

17 მაისს გორში „ქუჩის მუსიკოსების“ კონცერტი ოჯახის სიწმინდის დღეს მიეძღვნება

10:48 - 15 მაისი 2018 hits 181

17 მაისს, გორში „ქუჩის მუსიკოსების“ კონცერტი გაიმართება, რომელიც ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღის აღნიშვნას მიეძღვნება. Qartli.ge-ს ინფორმაციით, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბიუჯეტიდან კონცერტისთვის 12 500 ლარი გამოიყო.

სააგენტოს დირექტორმა გიორგი ნადიბაიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ღონისძიებისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს და ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღნიშნული ჯგუფი შეარჩიეს. უკვე ცნობილია, რომ კონცერტი კულტურის სახლში ჩატარდება.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინება, საზოგადოების ნაწილი ხატებით მსვლელობასაც მართავს. წელს 17 მაისთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში საყოველთაო ჯვრისწერაც მოეწყობა.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მრევლმა დაარბიეს. მომდევნო წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]