weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მოსახლეობის შემცირების შესაჩერებლად მთავრობა ეროვნულ საბჭოს ქმნის

00:24 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

საქართველოს მთავრობა მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს ქმნის, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერების ხელშეწყობა იქნება.

დებულების მიხედვით, საბჭო იქმნება 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

„საბჭოს მიზანია ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების (დეპოპულაციის) შეჩერების ხელშეწყობა; საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაცია, ქვეყნის მოსახლეობის ბოლოდროინდელ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ამით ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული და შესაძლო რისკების თავიდან აცილების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია საბჭოს დებულებაში.

საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, თავმჯდომარის მოადგილე კი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, გუბერნატორები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებმა, სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებმა, შესაბამისი სფეროს ექსპერტებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]