weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გამოგზავნის

10:07 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მრევლისთვის თავის წარმომადგენელს გამოგზავნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა 14 მაისს მიიღო.

თბილისში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი ჩამოვა და იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში იმსახურებს. რუსეთის საპატრიარქოში განაცხადეს, რომ დეკანოზი აუცილებლობის შემთხვევაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება.

საქართველოს საპატრიარქოში განმარტეს, რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის გამოგზავნა ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ხდება.

„ნუ მოახდენთ ასეთი საკითხების დრამატიზებას. ეს ტრადიცია იყო წლების განმავლობაში. ჩვენ ვგზავნით და მათაც აქვთ უფლება, გამოგზავნონ აქ თავიანთი წარმომადგენელი. ეს არის მრევლის დაკმაყოფილებისთვის გაწეული სამსახური“, - აღნიშნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა გიორგი ბოტკოველმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]