weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 30 მილიონი ლარი გამოეყოფა

11:48 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი მერიას საშუალებას მისცემს, 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსვე განახორციელოს.

„ეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მათ შორის, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება. სამოქმედო გეგმაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად დაიგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]