weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 24 მაისიდან დაიწყება

12:54 პარასკევი, 18 მაისი 2018

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, რომ საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით მოხდება.

„რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე აღმზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ“, – აღნიშნა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წელი 29 ივნისს დასრულდება, თუმცა 40 საზაფხულო ბაღი 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]