weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა

15:15 კვირა, 20 მაისი 2018

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, გამთენიისას მაღაროში სამთო მასა ჩამოიშალა, რის შედეგადად 32 წლის მამაკაცმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

დაშავებული ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმ თამაზ გრძელიძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კოროხნალის მაღარო სოფელ პერევისასა და შუქრუთს შორის მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]