weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხულოს მერიას ახალ შენობას თურქი ინვესტორი უსასყიდლოდ გაურემონტებს

11:07 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისთვის შენობას თურქული კომპანია „მეტრო“ გაარემონტებს, რისთვისაც დაახლოებით 500 000 ლარს დახარჯავს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს თურქი ინვესტორის საჩუქარი იქნება.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავადმყოფოს ყოფილ შენობას, რომლის ფართობიც 2700 მ2-ია. ახალ შენობაში ხულოს მერია, საკრებულო და თვითმმართველობის ა(ა)იპები განთავსდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და კომპანია „მეტროს“ დირექტორს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი გუშინ მოეწერა. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია „მეტრო“ ინვესტიციებს ბათუმსა და კურორტ „გოდერძიზე“ ახორციელებს. პატარაძის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება დაბა ხულოშიც არის საჭირო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მირზა მამულაძის შეფასებით, გამორიცხული არ არის, რომ მომავალში კომპანია „მეტრომ“ გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან პრივილეგიებით ისარგებლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]