weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ფრესკა დააზიანეს

13:36 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უდაბნოს მთავარი ტაძრის კედელზე, მე-11 საუკუნით დათარიღებული ფრესკა დააზიანეს. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ქტიტორების გამოსახულებებზე წარწერა „დაღესტანი“ კირილიცაზეა შესრულებული.

„წარწერა გაკეთებულია კირით ან ცარცით, მაგრამ ამით არ იცვლება ის, რომ ეს ვანდალიზმია. მისი გამოსწორება ადვილად შესაძლებელია ისე, რომ კედლის მხატვრობის ზედაპირული ფენა საერთოდ არ იყოს ხელშეხებული. უდაბნოს ეკლესიაში, მისი ლანდშაფტური იერსახიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე ძნელია, რამე დაცვითი ეფექტური მექანიზმის შემუშავება“, - განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. კომპლექსში შემავალი 22 ნაგებობიდან 3 ძეგლი აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ არის.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა დავით გარეჯელმა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად შემოსული „ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა.

კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა, დავით გარეჯის კომპლექსი 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტად დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]