weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში ცხოველთა კვების აპარატები განთავსდება – კახა კალაძე

13:16 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება იგეგმება. თბილისის მერის თქმით, ეს იდეა 2018 წელს განხორციელდება. აპარატების მოვლასა და ექსპლუატაციას კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს.

ცხოველთა კვების აპარატების დადგმის იდეა პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიიღეს.

„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი, შევქმენით პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია. ამჟამად, ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი იდეა, რომლის განხორციელებაც თბილისში იგეგმება, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების განთავსებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]