weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

20:59 შაბათი, 26 მაისი 2018

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს, თუმცა „რეგინფოს“ სამინისტროს წარმომადგენლებმა არაოფიციალურ საუბარში ნოდარ ჩაჩუას დაკავება დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ნოდარ ჩაჩუას დაკავების ფაქტს ადასტურებენ საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. "ბათუმელებთან" საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ნოდარ ჩაჩუა გუშინ ღამით საკუთარ სახლში დააკავეს და ეს მის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება.

ტელეკომპანია „იმედი“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ საქმე ნარკოტიკების რეალიზაციას ეხება. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ნოდარ ჩაჩუას მეგობარი გოგო, რომელიც ასევე ჟურნალისტია.

სისხლის სამართლის კოდექსით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

სარედაქციო განმარტება - მასალა შესწორებულია გამოქვეყნების შემდეგ.


ამ თემაზე:

ნოდარ ჩაჩუა - ჩემი სახლიდან 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად მხოლოდ მარიხუანა ამოიღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]