weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავის რაიონში 63 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს

22:18 შაბათი, 26 მაისი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის მამაკაცი. ა. პ-შვილი მოკლეს. როგორც მოკლულის მეზობლებმა „რეგინფოს“ განუცხადეს, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი.

მკვლელობაში ბრალდებული მისივე თანასოფლელი 44 წლის ბ. გ-შვილია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

„სავარაუდოდ მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. წლების წინ, ა. პ-შვილმა ბ.გ-შვილის ძმა მოკლა, რის შემდეგაც მან სასჯელი მოიხადა, მაგრამ როგორც ჩანს, მოკლულის ძმამ არ აპატია და დღეს, საღამოს მოუკლავს“, - უთხრა „რეგინფოს“ სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]