weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს

18:27 კვირა, 27 მაისი 2018
ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს ფოტო © აჭარის ტელევიზია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქალს თავს ლიფტში დაესხნენ და ჭრილობები დანით მიაყენეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, გადაყვანის დროს ქალი კონტაქტური იყო.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილის ოჯახის წევრების თქმით, ქალს სავარაუდოდ ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს. 

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]