weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ყვარელსა და ახმეტაში ხანძრის შედეგად 4 სახლი დაიწვა

14:40 ორშაბათი, 28 მაისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა კახა მჭედლიშვილმა უთხრა, ოჯახები უსახლკაროდ დარჩნენ.

ენისელში ხანძარი დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, ერთ-ერთ სახლში გაჩნდა და დანარჩენ ორზე გავრცელდა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკაც. სავარაუდოდ, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

ხანძარი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენშიც, სადაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც დაზარალებულმა ქალმა მეხანძრეებს უთხრა, მეორე სართულზე სანთელი დარჩა ანთებული, საიდანაც, სავარაუდოდ, ცეცხლი გავრცელდა.

ყვარელსა და ახმეტაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]