weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი ჯავახეთში ეთნიკურ სომხებს შეხვდება

11:33 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018
ფოტო Ⓒ Facebook / გიორგი კვირიკაშვილი ფოტო Ⓒ Facebook / გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავა და ეთნიკურ სომხებს შეხვდება.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, სომხურ დიასპორასთან შეხვედრა 31 მაისს, ნინოწმინდაში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანივარდ მოსოიანის ინფორმაციით, პაშინიანი გზისპირა სოფლების ფოკის, სათხისა და განძის მცხოვრებლებსაც შეხვდება.  

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. სომხეთის პრემიერი თბილისში საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]