weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა – ტოქსიკოლოგების რეკომენდაციები

15:11 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ყველაზე ეფექტური ბიფენტრინის შემცველი პრეპარატებია. ამავე შემცველობის ქიმიურ საშუალებებს იყენებს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების შესაწამლად. უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, პრეპარატი შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყო. 

ტოქსიკოლოგი თემურაზ კობიძე განმარტავს, რომ ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები სინთეზური პირეტროიდების ჯგუფს განეკუთვნება. ის მწერებსა და ფეხსახსრიანებში ნერვ-კუნთოვანი სისტემის მოშლას იწვევს, რაც საბოლოოდ მავნებელს კლავს. იმისთვის, რომ მან ადამიანის ჯანმრთელობასაც არ ავნოს, შეწამვლისას საჭიროა რესპირატორის, ხელთათმანის, დამცავი ტანსაცმლის და სათვალის გამოყენება.

„შეწამვლის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. ჯობია ის ტანსაცმელი გამოვიცვალოთ, რომელიც შეწამვლის დროს გვეცვა. მოწამვლის სიმპტომების გამოვლენისას ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეს საავადმყოფოში. თუ საწამლავი ხელზეა დასხმული, არ უნდა დააცადონ შეწოვა - ჯერ მშრალი ტილოთი უნდა მოაშორონ სითხე, შემდეგ კი 10 წუთის განმავლობაში საჭიროა წყლის ნაკადით რეცხვა, გამშრალება და საავადმყოფოში მისვლა“, - ამბობს ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]