weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

როგორ დავიცვათ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობისას

21:20 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. აჭარელი მეფუტკრის იაშა კახიძის თქმით, არა მხოლოდ აზიური ფაროსანას, არამედ ნებისმიერი მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური პრეპარატები გარკვეულ ზეგავლენას ფუტკარზეც ახდენს და საჭიროა მისი დაცვა.  

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობამდე მეფუტკრე ფერმერების გაფრთხილება მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერმა გლეხმა ეს უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ, რომ ფუტკარი არა მარტო მეფუტკრისთვის არის სასარგებლო, ის ზოგადად სასარგებლოა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ყვავილის დამტვერვა უკეთესად ხდება, როდესაც ახლომახლო ფუტკარია. თუ ვინმე ეწევა მეფუტკრეობას, ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის შესახებ აუცილებლად წინასწარ უნდა შეატყობინონ“, - აღნიშნა იაშა კახიძემ.

სპეცილისტების რეკომენდაციით, ქიმიური წამლობისას და შემდეგ საჭიროა, ფერმერებმა შეზღუდონ ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]