weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები აზერბაიჯანში ავარიაში მოჰყვნენ

15:22 პარასკევი, 01 ივნისი 2018

ავტობუსი, რომელსაც ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ბაქოში ექსკურსიაზე მიჰყავდა, ბაქო-გაზახის საავტომობილო გზაზე ავარიაში მოჰყვა. ავტობუსში 20 ბავშვი და 10 მშობელი იმყოფებოდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნანა თერმაკოზაშვილის თქმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს მძღოლი და ერთი მშობელი. მათ თაბაშირის დადება დასჭირდათ.

„ავარია ბაქოდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. ვესაუბრეთ მოსწავლეებს და არცერთი მათგანი დაშავებული არ არის. საავადმყოფოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში“, - უთხრა ნანა თერმაკოზაშვილმა „რეგინფოს“.

მოსწავლეებმა სკოლა წელს დაამთავრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]