weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსმა სამხედროებმა სოფელ დირბის ეკლესიის წინამძღვარი დააკავეს

15:54 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. დირბში მერის წარმომადგენლის, სოსლან ქვრივიშვილის თქმით, მღვდელს ავტომანქანა და ტელეფონი ეკლესიასთან აქვს დატოვებული, ის კი დილიდან არავის უნახავს.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამაოს საოკუპაციო ხაზი გადაეკვეთა. დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა, რომ დაკავებულია“, – ამბობს სოსლან ქვრივიშვილი.

სასულიერო პირის დაკავებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათი განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნიდან დღეს მწყემსი გაიტაცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]