weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თურქეთში ქართველ ძმებს დამსაქმებლის წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ

15:41 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

თურქი სამართალდამცავები ქართველ ძმებს, 28 და 25 წლის ახალგაზრდებს, თურქეთის მოქალაქის მკვლელობასა და წამებაში ადანაშაულებენ. თურქული მედიის ინფორმაციით, ისინი სტამბოლის ტუზლას რაიონში დამსაქმებელს თავს დაესხნენ და მოკლეს.

გამოძიების ინფორმაციით, 59 წლის ორჰან ჩელიკმა, ორი თვის წინ ელექტრონიკის მაღაზიაში დაასაქმა ქართველი ძმები 28 წლის  გ.წ. და 25 წლის გ.წ.. შაბათს, 2 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ძმები მაღაზიის მეპატრონეს თავს დაესხნენ, გაკოჭეს და აწამეს.  ამ დროს მაღაზიაში, ზედა სართულიდან ორჰან ჩელიკის მეუღლე ჩავიდა, რომელიც დააბეს და თავზე ტომარა ჩამოაცვეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი მაღაზიის ზედა სართულზე ავიდა და დამსაქმებლის 15 წლის შვილის გაკოჭვა სცადა, თუმცა ბიჭმა მას წინააღმდეგობა გაუწია და მეზობლებს დაუძახა. საშველად მისულმა მეზობლებმა და პოლიციამ ერთი ძმის დაკავება შეძლეს, მეორე, 25 წლის მამაკაცი კი მიიმალა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

სამართალდამცველების ცნობით, მათ შემთხვევის ადგილზე თურქეთის მოქალაქის ცხედარი დახვდათ. მისი ცოლი და შვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაკავებულმა ბრალი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ დამსაქმებელს მათი ვალი ჰქონდა და თავდასხმა ამიტომ გადაწყვიტეს. მისივე თქმით, მათ კაცის მოკვლა არ სურდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]