weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საავადმყოფოში გომბორის გზაზე დაშავებული 7 ადამიანი უკვე შეიყვანეს

13:01 შაბათი, 09 ივნისი 2018

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 ადამიანი უკვე შეიყვანეს. დაშავებულთა რაოდენობა მეტია და ისინი საავადმყოფოში ამ წუთებში გადმოჰყავთ.

ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. მათ ახლა უტარდებათ გამოკვლევები.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი ავტობუსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეთრწყლებთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]